«Kopi Luwak» არის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყავა. ამ იშვიათ და უჩვეულო არომატის ყავას ინდონეზიაში აწარმოებენ. ყავის პლანტაციები განლაგებული კუნძულებზე: Javas, Sumatra და Sulawesi. "Kopi" ინდონეზიურად ითარგმნება როგორც ყავა, და "Luwak" ეს არის პატარა ცხოველი, რისი დახმარებითაც "იბადება" ეს ძვირადღირებული ყავა.
ასევე ყველაზე ძვირადღრებულ ყავას აწარმოებენ კუნკულ Java-ს დასავლეთ ნაწილში, ინდონეზიური ქალაქის surabaja-ს ახლოს. ყავას ამზადებენ პალმის ცივეტის დახმარებით, პატარა ცხოველი, რომელიც ციყვს გავს. ეს ყავა იწარმოება ძალზედ უცნაური წესით. ცივეტები ჭამენ ყავის ხის ნაყოფს, "ამუშავებენ"და ექსკრემენტებთან ერთად გამოდის ამ ხის ნაყოფი.გადამუშავების შემდეგ ფერმერები ყავის მარცვლებს რეცხავენ, ასუფთავებენ და ცოტას ხალავენ.ფერმერები ახარისხებენ ყავის მარცვლებს. საბოლოოდ ეს ინდონეზიური ყავაგმოირჩევა თავისი არომატში მას ენიჭება რბილი გემო. ერთი ფუნტი ასეთი ყავა 100$-დან 600#-მდე ღირს.
Friday, June 15, 2012
Thursday, June 14, 2012
ყავის სახეობები
ყავა კაპუჩინო
კაპუჩინოს სამშობლო იტალიაა. მის გამოგონებას იტალიელ ბერ კაპუცინებს მიაწერენ. იტალიელი ბერები ყავას მხოლოდ რძით მიირთმევდნენ. შეამჩნიეს, რომ ყავა იკეთებდა გემრიელ ნაღებს და ბერებისთვის, რომლებიც ისედაც მოკლებულნი იყვნენ ამქვეყნიურ სიამოვნებას, ყავა ნეტარების საგნად იქცა. მათ ნაღებითა და რძით ყავის მომზადების მთელი ტექნოლოგია შეიმუშავეს. XIX საუკუნეში კაპუჩინოს მომზადება გაცილებით გაამარტივა თანამედროვე ტექნოლოგიებმა. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე კაპუჩინოს სახარში აპარატები მუშაობს პადრე კარლოს მიერ შემუშავებული მეთოდით. სუპერმარკეტებში ხშირად შეხვდებით ხსნად ყავა კაპუჩინოს, თუმცა, დამეთანხმებით, მას ცოტა რამ აკავშირებს ნამდვილ კაპუჩინოსთან.
ყავა ესპრესო.
ესპრესოს ისტორია 1900 წლიდან იწყება, როდესაც იტალიელმა მეწარმემ ლუიჯი ბეზერამ პირველად გამოიყენა სპეციალური ფილტრი და ორთქლის წნევა ყავის მომზადებისთვის. სიტყვა ესპრესსო ნიშნავს დაწნეხილს, რაც ყავის მომზადების სპეციფიკიდან გამომდინარეობს. XX საუკუნის 30-იან წლებში ფაშისტურ იტალიაში შემუშავებული იქნა ყავის სახარშის ქვიშის საათის ფორმის ცნობილი დიზაინი.ხსნადი ყავა
სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესით ყავა იფქვევა და გარდაიქნება ფხვნილად ან გრანულებად. ცხელი წყლის დამატებით მიიღება სასმელი, ნატურალურ ყავასთან მიახლოებული გემოთი. ზოგიერთი სამარკო ნიშნით გამოშვებულ ხსნადი ყავის გრანულებში დეჰიდრატაციასთან ერთად წარმოებს დეკოფეინიზაციაც – კოფეინის შემცველობის შემცირება.
ხსნადი ყავის უპირატესობაა – სასმელის მომზადების სისწრაფე და შენახვის დიდ ვადა (ნატურალური ყავა სხვასხვა ზეთების აორთქლების შედეგად მალე კარგავს არომატს).
ხსნადი ყავის ძირითადი ნაკლია ნატურალურ ყავასთან შედარებით სუსტი არომატი. ბოლო დროს ძვირადღირებული სამარკო ნიშნებს ქვეშ გამოშვებულ ხსნად ყავაში არომატისთვის უმატებენ ხელოვნურ ან ნატურალურ ყავის ზეთებს.
მომზადების მეთოდი
წესი პირველი. არ იყიდოთ დაფქვილი ყავა (მითუმეტეს დაფასოებული) კაცმა არ იცის რა ყრია შიგნით. უკეთესია თუ ყავას მომზადების წინ ჩამოფქვავთ.
წესი მეორე. ყავის ყიდვისას შეხედეთ რომ მარცვლები იყოს საღი.
წესი მესამე. არ მოადუღოთ ყავა ელექტრო მადუღარაში, ემალიროვან ჯეზვეში. არამედ ჯეზვე უნდა იყოს უკეთეს შემთხვევასი სპილენძის ან ალუმინის.ანდა სულაც ლითონის.
წესი მეოთხე. ჯეზვეში ჩაყარეთ ერთი კოვზი შაქარი და გააცხელეთ( თან ურიეთ რომ არ დაგეწვათ),ჩაამატეთ ერთი ყავის ჭიქიდან ერთი მესამედი წყალი (დანარჩენი მოიტოვეთ) და წამოადუღეთ . ამის შემდეგ ჩაამატეთ დანარჩენი წყალი და ერთი კოვზი ყავა . წამოსული ქაფი მოხადეთ.
წესი მეხუთე. გაითვალისწინეთ, რომ მომზადებისას ცეცხლი უნდა იყოს ძალიან დაბალი. და ჯეზვეში ყავა არ აგიდუღდეთ.
ასეთი წესით მოდუღებულ ყავას ნამდვილ გემოს გაუსინჯავთ.
Subscribe to:
Posts (Atom)